საქართველოში პატივს მიაგებენ რუსეთთან ომში დაღუპულებს
რუსეთთან ომში დაღუპულებს გორსა და შინდისში მიაგეს პატივი პრეზიდენტობის კანდიდატმა, „შენების მოძრაობის“ დამფუძნებელმა დავით უსუფაშვილმა და "ეროვნული ფორუმის" და "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერებმა. 2008 წლის აგვისტოში რუსულ ასეულთან უთანასწორო ბრძოლაში შინდისთან დაღუპული 17 გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს პროფკავშირების წარმომადგენლებმაც. 21 საათზე, გორის ცენტრალურ მოედანზე, საქართველოს კონტურის შიგნით სანთლებით დაიწერება ომის თარიღი, მოქალაქეები ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებენ და დუმილით მიაგებენ პატივს აგვისტოს ომში დაღუპულებს. 2008 წლის აგვისტოში, რუსეთთან ომს ემსხვერპლა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე.