ეუთოში საქართველოს მეგობრები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
საქართველოს მეგობარი ქვეყნები ღრმა შეშფოთებს გამოთქვამენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევების, რუსეთის სამხედრო წვრთნების და სამხედრო ინფრასტრუქტურის გაძლიერების გამო, გმობენ არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობას და მოუწოდებენ რუსეთს, როგორც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ეფექტური კონტროლის განმახორციელებელს, არ შეუშალოს ხელი დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემას. განცხადებაში აღნიშნულია საქარველოს ხელისუფლების მიერ „ოთხოზოროა-ტატუნაშვილის სიის“ მიღების ფაქტიც.
მეგობარი ქვეყყნების ჯგუფი მიესალმება საქართველოს მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებასა და ძალის არგამოყენების ცალმხრივად აღებულ ვალდებულებას და მოუწოდებენ რუსეთს, გადადგას საპასუხო ნაბიჯი და დაადასტუროს საქართველოს წინააღმდეგ ძალის არგამოყენების ვალდებულება. ეუთოს წვერი ქვეყნები მხარს უჭერენ საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივასაც „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ.“