აშშ საელჩო საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს
„ათი წლის წინ, დღევანდელ დღეს, რუსეთი საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოში შეიჭრა. კონფლიქტმა ასობით ადამიანი იმსხვერპლა, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე აიძულა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა და დაიწყო დამანდგრეველი ოკუპაცია, რომელმაც საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი მოიცვა. ომის შედეგად დევნილები ჯერ კიდევ ვერ უბრუნდებიან საკუთარ სახლებს, ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას კი წაერთვა შესაძლებლობა, მონაწილე ყოფილიყო ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიღწეული ქვეყნის მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური პროგრესისა. ოკუპაცია ათი წელია გრძელდება - ათი ხანგრძლივი წელი“.
აშშ საელჩოს განცხადებაში ვკითხულობთ,რომ ამერიკის შერთებული შტატები აგრძლებს მუშაობას საქართველოს მთავრობასა და ხალხთან, რათა „ერთად უზრუნველვყოთ მსოფლიოს უწყვეტი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.