პოლ მანაფორტს მრავალმილიონიან თაღლითობაში ედება ბრალი
მანაფორტის სასამართლო პროცესი 31 ივლისს დაიწყო. ფედერალურმა გამომძიებლებმა მას წაუყენეს საბანკო და საგადასახადო თაღლითობაში ბრალდებები. გამომძიებლებმა წარმოადგინეს მასალა იმის შესახებ, რომ პრეზიდენტის თანაშემწემ 30-ზე მეტი ანგარიში გახსნა სამ ქვეყანაში, რათა მათი მეშვეობით გადაერიცხა და დაეფარა უკრაინაში მუშაობით მიღებული მრავალმილიონიანი შემოსავლები.
მთლიანობაში მანაფორტს 18 პუნქტში ედება ბრალი. ძირითადად ისინი დაკავშირებულია იმასთან, რომ მან დამალა 60 მილიონი დოლარის შემოსავლის დიდი ნაწილი და არ იხდიდა გადასახადებს.
ეს პირველი სასამართლო პროცესია, რომელიც კავშირშია რუსეთსა და ტრამპის საარჩევნო შტაბს შორის სავარაუდო გარიგების გამოძიებასთან.