ყაზახეთში სასამართლომ გაათავისუფლა ჩინეთიდან ყაზახეთში გაქცეული საირაგულ საუიტბაი
საუიტბაი აპრილში გაიქცა ჩინეთიდან. ყაზახეთში სასამართლოს წინაშე მან თქვა, რომ ათასობით ეთნიკური ყაზახი და სხვა მუსლიმი განიცდის „პოლიტიკურ ინდოქტრინაციას“ ე.წ. „ხელახალი განათლების ბანაკებში“, დასავლეთ ჩინეთში.
„ვინაიდან ბრალდებულს დანაშაული უნდა ჩაედინა, ვინაიდან ეს მისთვის ერთადერთი გზა იყო საკუთარ ოჯახთან გაერთიანებისთვის, დანაშაული არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სერიოზულად“, ნათქვამია ყაზახეთის სასამართლოს დასკვნაში.