ბრიტანეთმა შესაძლოა უარი თქვას „ბრექსიტის“ გადასახადის გადახდაზე
ბრიტანეთმა შესაძლოა უარი თქვას ევროკავშირიდან გასვლისათვის განსაზღვრულ გადასახადის, დაახლოებით 50 მილიარდი დოლარის გადახდაზე, თუ „ბრექსიტის“ თაობაზე მოლაპარაკებების დროს არ იქნება მიღწეული ურთიერთსასარგებლო სავაჭრო შეთანხმება. ამის თაობაზე განაცხადა დიდი ბრიტანეთის „ბრექსიტის“ საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა. მისი სიტყვებით, თუ არ არსებობს შეთანხმება, არ უნდა არსებობდეს არც ვალდებულება. დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის გეგმის თანახმად, ბრიტანეთი ევროკავშირთან აპირებს შეთანხმების მიღწევას, რათა „ბრექსიტის“ შემდეგ გაუქმდეს საბაჟო გადასახადები ინდუსტრიულ და სასაფლო-სამეურნეო პროდუქციაზე. ამასთან მოლაპარაკებები ლონდონსა და ბრიუსელს შორის სავაჭრო შეთანხმების თაობაზე მძიმედ მიდის, რის გამოც, დამკვირვებლები არ გამორიცხავენ, რომ შეთანხმება ვერ იქნეს მიღწეული 2019 წლის მარტამდე. ასეთ ვითარებაში ერთ-ერთი გამოსავალია ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წესების ამოქმედება, რაც ითვალისწინებს საბაჟო ტარიფების დაწესებას მთელ რიგ საქონელსა და მომსახურებაზე, ასევე სხვადასხვა შეზღუდვებს