უკრაინელმა მოკრივემ მოსკოვში დაამარცხა რუსი მეტოქე
უკრაინელმა მოკრივემ ალექსანდრ უსიკმა 20 ივლისს ღამით მოსკოვში გამართულ ორთაბრძოლაში დამაჯერებლად დაამარცხა რუსეთის წარმომადგენელი მურატ გასიევი და დაეუფლა მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონის ტიტულს პირველ მძიმე წონაში. 31 წლის უკრაინელი მოკრივისათვის პროფესიულ კარიერაში ეს იყო მე-15 გამარჯვება. პროფესიულ რინგზე უსიკმა, რომელსაც მარცხი ჯერ არ განუცდია, 11 ორთაბრძოლა ნოკაუტით მოიგო.24 წლის გასიევისათვის კი ეს იყო პირველი მარცხი. რინგზე მას მოგებული აქვს 26 ორთაბრძოლა. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვოლოდიმირ გროისმანი აპირებს თხოვნით მიმართოს ქვეყნის პრეზიდენტს, ალექსანდრ უსიკისათვის ეროვნული გმირის წოდების მინიჭების თაობაზე.