დავით ბაქრაძე “ევროპულმა საქართველომ“ პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა
“ეს არ იქნება სადღეგრძელო არამედ კონკრეტული ნაბიჯი.
მეორე მიმართულება არის ახალგაზრდობა. იმისთვის რომ მეტ ქართველ სტუდენტს ჰქონდეს უცხოეთში სწავლის შესაძლებლობა
სარეზერვო ფონდის ნახევარი დაიხარჯება უცხოეთში მყოფი ქართველი სტუდენტების დასაფინანსებლად.
საქართველოს უსაფრთხოების დაცვა, დეოკუპაცია და მეტი ინვესტორის შემოყვანა ქვეყანაში.
საპარლამენტო გუნდთან ერთად მივაღწევთ პენსიის გაზრდას და უკეთესი სოციალური სისტემის შემოღებას."
შეგახსენებთ, რომ ასევე ცნობილია გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი. ათმა პოლიტიკურმა პარტიამ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გრიგოლ ვაშაძე ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ეზოში წარადგინა.
უცნობია თუ ვინ იქნება მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი. „ქართული ოცნების“ წევრები აცხადებენ, რომ პარტია პრეზიდენტობის კანდიდატს კანონით დადგენილ ვადაში დაასახელებს.