მხოლოდ მოკავშირეებისა და საქართველოს გადასაწყვეტია, როდის შევუერთდებით ალიანსს – მამუკა ბახტაძე
Facebook Messenger Viber Twitter საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელში ვიზიტის დროს, ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებზე ისაუბრა. როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, ხელისუფლების მიზანია, რომ რეგიონი უფრო ძლიერი და დაცული გახდეს. მისივე თქმით, საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა, შესაბამისად, ის გადაწყვეტილებებსაც დამოუკიდებლად იღებს, თუ სად უნდა გაწევრიანდეს. „ჩვენი მიზანია, რეგიონი უფრო ძლიერი და დაცული […]