ბარაკ ობამა სამხრეთ აფრიკაში ნელსონ მანდელას იუბილეზე სიტყვას წარმოთქვამს
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა თავის წვლილს შეიტანს სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის, ნელსონ მანდელას 100-ი წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონსიძიებებში, რომელიც იოჰანესბურგში 17-18 ივლისს აღინიშნება. ნესლონ მანდელას, რომელიც 2013 წელს გარდაიცვალა, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გაიხსენებენ. მანდელამ, რომელიც 27 წლის განმავლობაში იმყოფებოდა ციხეში, სახელი გაითქვა აპარტეიდის წინააღმდეგ ბრძოლით. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ნესლონ მანდელა აფრიკის ნაციონალური კონგრესის ლიდერი გახდა და 1994 წელს გაიმარჯვა პირველ მრავალპარტიულ არჩევნებში. ბარაკ ობამა, რომელიც აშშ-ის პირველი აფრო-ამერიკელი პრეზიდენტია, სამხრეთ აფრიკის დედაქალაქ იოჰანესბურგში 17 ივლისს წარმოთქვამს სიტყვას, რაც მისი ყველაზე მნიშვნელოვანი საჯარო გამოსვლა იქნება მას შემდეგ, რაც 2017 წლის შემდეგ თეთრი სახლი დატოვა.