ერთი დაიღუპა და 20 დაიჭრა ნიუ-ჯერსის ხელოვნების ფესტივალზე ატეხილი სროლის შედეგად
პოლიციამ ადგილზე გაანადგურა ერთ-ერთი სავარაუდო თავდამსხმელი, რომელმაც კვირას სროლა ატეხა ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ თრენტონის ხელოვნების ფესტივალზე. ადგილობრივი პროკურორის ცნობით, სროლის შედეგად დაიჭრა 20 კაცი, მათ შორის ერთი, 13 წლის ბიჭის მდგომარეობა კრიტიკულია. სროლა წამოიწყო ორმა პირმა. ერთ-ერთი, 33 წლის მამაკაცი, ლიკვიდირებულია. მეორე კი პოლიციამ შეიპყრო და მიმდინარეობს მისი დაკითხვა დანაშაული მოტივის დასადგენად. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სროლის დროს ფესტივალის ადგილზე დაახლოებით 1000 კაცი იმყოფებოდა.