მოსკოვში ტაქსი ხალხში შევარდა, არიან დაშავებულები
მოსკოვის პოლიციის ცნობით, ტაქსი, რომლის მძღოლმაც საჭე ვერ დაიმორჩილა, დედაქალაქის ცენტრში ფეხით მოსიარულეებში შევარდა და რამდენიმე ადამიანი დააზიანა. 16 ივნისის ინცინდენტის ფონია მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთში, რომელსაც რუსეთის 11 ქალაქი, მათ შორის მოსკოვი, მასპინძლობს. პოლიციის ცნობით, ტაქსის მძღოლი 28 წლის მოქალაქე ყირგიზეთის მიერ გაცემული მოწმობით მართავდა მანქანას. იგი დაკავებულია და მიმდინარეობს გამოძიება. ინცინდენტი მოხდა ტურისტებით ყველაზე უფრო გადატვირთულ,მოსკოვის წითელ მოედნის მახლობლად. ავარიის შედეგად დაშავებულ 8 კაცს, სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.