პრეზიდენტმა წარადგინა მამუკა ბახტაძის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრემიერმინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე ოფიციალურად წარადგინა და შესაბამისი განკარგულება გამოსცა:
„საქართველოს კონსტიტუციის 801 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პრემიერმინისტრობის კანდიდატად წამოყენებულ იქნეს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი მამუკა ბახტაძის კანდიდატურა.“
7 დღის ვადაში მამუკა ბახტაძემ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა უნდა წარადგინოს.