დროებითი საგამოძიებო კომისის თავმჯდომარემ წარმოადგინა გამოსაკითხი პირების პირველადი სია
საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ სიაში არიან:ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე და მისი ადვოკატი, ნესტან ლონდარიძე, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მამა, დავით დადუნაშვილი და ოჯახის ადვოკატი ხათუნა მაღლაკელიძე, მიხეილ კალანდია, მირზა სუბელიანი, მერაბ მორჩაძე, ზვიად კუპრავა, ივანე ნაკაიძე, საქმის ფიგურანტი არასრულწლოვანი პირები და მათი წარმომადგენლები, შს-თა მინისტრი გიორგი გახარია, მისი მოადგილე ნათია მეზვრიშვილი და სამინისტროს წარმომადგენელი კახა სირაძე, გამომძიებლები ანზორ ჟამერაშვილი, ირაკლი ფიფია, გიორგი ტაბატაძე, ლარისა ვიცინა, ირაკლი ცაგურია, გიორგი ჯალაღონია, ნუგზარ ნათელაშვილი და დეტექტივ-გამომძიებელი გიორგი ბაძგარიძე, ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ვასაძე, თბილისის პროკურორი მალხაზ კაპანაძე, მისი მოადგილე კონსტანტინე სირაძე და საქმის პროკურორები ზვიად ფხაკაძე, ინა გუგუშვილი, მარიკა გოგოხია, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ექსპერტები სოფიო ბელქანია, გიორგი ცინცაძე, რევაზ კაპანაძე, თამარ კაიშაური, გულნაზ ტატუნაშვილი და მაია ნიკოლეიშვილი და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.