51-ე სკოლის დირექტორი: “დათო არაჩვეულებრივი ბიჭი იყო”...
51-ე სკოლის დირექტორი ხორავას ქუჩაზე მოკლულ დათო სარალიძეს ახასიათებს და ამბობს, რომ არც მასწავლებლებსა და არც მოსწავლეებს მასთან არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ. მანანა თურქაძის კომენტარი საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ მას შემდეგ გაავრცელა, რაც დათო სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ სკოლის ადმინისტრაციას მოუწოდა ეთქვათ, იყო თუ არა მისი შვილი მოძალადე.
"ვწუხვარ, რომ უფროსების არასწორი განცხადებების გამო მიწევს ასეთი განცხადებების გაკეთება, თან ასეთ მძიმე წუთებში. ყველაფერს ვიფიქრებდი, მაგრამ ამას - არა. დათო იყო თავაზიანი, კეთილი, უსაყვარლესი, მხიარული, გულღია, ცეკვავდა, ერთობოდა.მე არ ვიცი ეს განცხადებები რას ემსახურება. არაჩვეულებრივი ბიჭი იყო. ძალიან მხიარული. არ არსებობს ამხელა სკოლაში მოსწავლე ან მასწავლებელი, რომელიც იტყვის, რომ დათოსთან რაღაცა ტიპის პრობლემა ჰქონდა, ან რომ დათომ ის დაჩაგრა. დათო იყო ძალიან ბევრი სპორტული ღონისძიების ორგანიზატორი სკოლაში და ასეთი ტიპის ურთიერთობა ჰქონდა ბავშვებთან“, - ამბობს მანანა თურქაძე.
დავით სარალიძის მამამ 51-ე სკოლის ადმინისტრაციას მოუწოდა, რომ
გამოექვეყნებინა მისი შვილის ბიოგრაფია. ზაზა სარალიძის თქმით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მისი შვილი იყო მოძალადე. მისივე თქმით, თუკი დაადასტურებენ, რომ დათო სარალიძე მოძალადე იყო, ამ შემთხვევაში, სკოლის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.