პრემიერის თქმით, ის თავად არის გამოხატვის თავისუფლების გარანტი
„ის, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა ჩვენი პრიორიტეტია, გასული საათების მანძილზე დადასტურდა. პოლიცია, სამართალდამცავი უწყებები აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თქვენ შეუზღუდავად შეძლოთ თქვენი აზრის გამოხატვა“ - განაცხადა პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, „კატეგორიულად მიუღებელია და დაუშვებელია რაიმე სახის დაპირისპირება და საზოგადოების გახლეჩვის მცდელობა.“ გიორგი კვირიკაშვილი მოუწოდებს სამართალდამცველებს, მაქსიმალურად გააძლიერონ უსაფრთხოების ღონისძიებები, „ნებისმიერი შესაძლო დაპირისპირების პრევენციის მიზნით.“
პრემიერ-მინისტრის თქმით, ის კვლავ ადასტურებს, რომ სახელმწიფოს ექნება მკაცრი პოზიცია ნარკორეალიზატორების მიმართ და „გაცილებით უფრო ჰუმანური“ პოზიცია მომხმარებლების მიმართ.