პოლიციამ დაადგინა პარიზში განხორციელებული თავდამსხმელის ვინაობა
წუხელ პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა აზიმოვი მას შემდეგ, რაც მან დანით მოკლა 29 წლის მამაკაცი და კიდევ ოთხი ადამიანი დაჭრა შაბათს ღამით. 13 მაისს საფრანგეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაკავებულია მოკლული ეჭვმიტანილის დედ-მამა და ისინი დაკითხეს.
ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ განაცხადა, რომ პარიზის თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი მისი ერთ-ერთი „მეომარი“ იყო. პოლიციის თანახმად, დაჭრილთაგან ორი მძიმე მდგომარეობაშია, დანარჩენი ორი კი მსუბუქადაა დაშავებული. თავდასხმის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ქვეყანა არ მოიხრის ქედს „თავისუფლების მტრების“ წინაშე.
პარიზის პროკურორის თქმით, თავდასხმას იძიებენ კონტრტერორიზმის სპეციალისტები და რომ, მოწმეთა თანახმად, თავდამსხმელი ყვიროდა სიტყვებს „ალაჰუ აკბარ“ (არაბულად - დიდია ღმერთი). უკანასკნელი წლების განმავლობაში საფრანგეთში მთელი რიგი ტერორისტული თავდასხმები მოხდა - მასობრივი მკვლელობებით დაწყებული მცირე მასშტაბის, მაგრამ სასიკვდილო შემთხვევებით დამთავრებული.