სომხეთში დემონსტრანტებმა უარყვეს პრემიერთან მოლაპარაკება, დაკავებულია ათობით პირი
სომხეთის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ნიკოლ პაშინიანმა კიდევ ერთხელ უარყო პრემიერ-მინისტრ სერჟ სარქისიანის მოწოდება მოლაპარაკების გამართვის შესახებ, რომელსაც უნდა დაესრულებინა საპროტესტო გამოსვლები სარქისიანის არჩევის გარშემო. პოლიციამ ათობით მოქალაქე დააპატიმრა და აცხადებს, რომ კვლავ იმოქმედებს. ერევანში მეცხრე დღეა გრძელდება გამოსვლები, რომელთა მონაწილეებიც აცხადებენ, რომ ეწინააღმდეგებიან სარქისიანის მხრიდან ძალაუფლების შენარჩუნებას, ათწლიანი პრეზიდენტობის შემდეგაც. პოლიციის ცნობით, შუადღისას ქალაქის სხვადასხვა ადგილას 62 ადამიანი დააკავეს, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ შესაბამის უწყებებს აქვთ აქციების დაშლის უფლებამოსილება. პაშინიანის თქმით, ოპოზიციას არ სურს ვენდეტა და შურისძიება. "თუ სარქისიანი რაც შეიძლება მალე გადადგება, ეს მხოლოდ სასარგებლო იქნება მისთვისაც და სომხეთის რესპუბლიკისთვისაც" - აცხადებს პაშინიანი. დემონსტრანტები ეწინააღმდეგებიან ქვეყნის მმართველი სისტემის გადაკეთებას იმგვარად, რომ სარქისიანს ძალაუფლების შენარჩუნების საშუალება მიეცა, მაშინაც კი, როცა ორი კვირის წინ დასრულდა პრეზიდენტის რანგში მისი მუშაობის ათი წელი.