ბერლინში გააუვნებელყვეს მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ბომბი
ბერლინში გაუვნებელყოფილია რკინიგზის მთავარ სადგურთან, სამშენებლო სამუშაოებისას აღმოჩენილი, მეორე მსოფლიო ომისდროინდელი, 500 კილოგრამიანი აუფეთქებელი ბომბი. გერმანული მედიასაშუალებების ინფორმაციით, სპეციალისტებმა მუშაობა ადგილობრივი დროით დღის 12-ის ნახევრისთვის დაიწყეს და ორ საათში დაასრულეს. ბომბის აღმოჩენის გამო, დროებით დაიხურა რკინიგზის სადგური და 800 მეტრის რადიუსიდან განხორციელდა 10 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია.