გაეროს უშიშროების საბჭო სირიის კრიზისზე დღესაც შეიკრიბება
ამერიკის შეერთებული შტატები, საფრანგეთი და ბრიტანეთი განიხილავენ შესაძლო ზომებს, მათ შორის სამხედრო ჩარევას სირიის ქალაქ დუმაში განხორციელებული ქიმიური თავდასხმის საპასუხოდ. საფრანგეთი აცხადებს, რომ მას აქვს ყველა მტკიცებულება იმისა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში სირიის პრეზიდენტის, ბაშას ასადის სამხედრო ძალები არიან დამნაშავენი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი კი ამბობს, რომ მას აქვს უტყუარი მტკიცებულებები იმისა, რომ ქიმიური თავდასხმა დადგმული იყო და მასში უშუალო მონაწილეობა მიიღო ერთი ქვეყნის სპეცსამსახურებმა, რომელიც რუსოფობიური კამპანიის პირველ რიგებში ყოფნისაკენ მიისწრაფვის. მედიაში ვრცელდება ცნობებიც იმის შესახებ, რომ ბაშარ ასადმა სირია დატოვა.