გიორგი მარგველაშვილის ოპოზიციის კანდიდატად დასახელებისთვის კონსულტაციები მიმდინარეობს
„ქართულ ოცნებას“ ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილება მომავალი პრეზიდენტის კანდიდატურასთან დაკავშირებით არ მიუღია, ოპოზიციაში კი ადასტურებენ, რომ რამდენიმე ოპოზიციური პარტია მათ ერთ-ერთ კანდიდატად საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს განიხილავს. „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი, მანანა ნაჭყებია ამბობს, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიებს შორის უკვე დაწყებულია.