თბილისში მიმდინარეობს საერთაშორისო საავიაციო ფორუმი CONNECT 2018
ფორუმის მსვლელობისას გაცხადდა, რომ მიღებულია რამდენიმე ახალი გადაწყვეტილება. მათ შორისაა გადაწყვეტილება თბილისის შოთა რუსთაველის საერთაშორისო აეროპორტში კუვეიტის ორი ავიაკომპანიის შემოსვლის შესახებ. ავიარეისების განხორციელებას დაიწყებს ირანის ერთ-ერთი მსხვილი ავიაკომპანიაც. ასევე, ხუთი მიმართულებით ავიარეისების შესრულების შესახებ გამოაცხადა ახალმა ქართულმა ავიაკომპანია MyWay Airlines-მა.
„ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერის მოადგილის, თეა ზაქარაძის, ინფორმაციით, უკვე დასრულდა მოლაპარაკებები პოლონურ და რუსულ ორ ავიაკომპანიასთან, რომლებიც რეისებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან შეასრულებენ.
ფორუმზე დამსწრე დელეგატები განიხილავენ საჰაერო ტრანსპორტის სფეროში არსებულ და მოსალოდნელ გამოწვევებს. ასევე, საფუძველი ჩაეყრება ავიაკომპანიებსა და აეროპორტებს შორის ახალ ავიამიმართულებაზე თანამშრომლობას. ფორუმის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ავიაკომპანია დაინტერესდეს საქართველოს ბაზრით.