ტელეკომპანია "ბელსატი" იუწყება მისი ჟურნალისტის ცემის და დაპატიმრების შესახებ
პროკურატურამ მინსკში დამოუკიდებელ ბელორუს ჟურნალისტს ბრალი წაუყენა სამართალდამცველებისათვის წინააღმდეგობის გაწევისათვის სიტყვიერი დაპირსპირების შემდეგ, რა დროსაც დამოუკიდებელ ტელეარხ „ბელსატის“ კორესპონდენტს პოლიციის თანამშრომლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. „ბელსატის“ ცნობით, ჟურნალისტი ანდრუს კოზელი სასამართლოს წინაშე 19 თებერვალს წარსდგება. მედიაორგანიზაციას ცნობით, ჟურნალისტს ოთხი პოლიციელი თავს დაესხა მაშინ, როდესაც მინსკის ერთ-ერთი საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიიდან პირდაპირი რეპორტაჟი მიყავდა ადგილობრივი არჩევნების მსვლელობის შესახებ. იუწყებიან, რომ კოზელს ტრავმები აქვს მიყენებული თავის არეში. ტელეარხი „ბელსატი“ პოლონეთიდან მაუწყებლობს რუსულ და ბელორუსულ ენებზე, რაც ბელორუსიის ავტორიტარული ლიდერის, პრეზიდენტ ლუკაშენკოს მთავრობის უკიდურეს გაღიზიანებას იწვევს.