ავღანეთში გლოვობენ ტერაქტის შედეგად დაღუპულ ასზე მეტ ადამიანს
ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, დანაღმული ავტომანქანით განხორციელებული ტერაქტის მსხვერპლთა რიცხვი 103-მდე გაიზარდა, დაჭრილია 150-ზე მეტი.
ქაბულის პოლიციის უფროსის მოადგილის, ჰაყნავაზ ჰაყიარის თქმით, თავდასხმა 27 იანვარს დილით განხორციელდა ხალხმრავალ მოედანზე. მომხდარისთვის პასუხისმგებლობა იკისრა თალიბანმა. ეს უდიდესი აფეთება იყო, რომელიც განხორციელდა ქაბულში უკანასკნელი წლების განმავლობაში.