სერბიის პრეზიდენტმა პატივი მიაგო კოსოვოში მოკლული სერბი პოლიტიკოსის ხსოვნას
სერბიის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი ჩავიდა ქალაქ მიტროვიცაში, რათა პატივი მიეგო ოლივერ ივანოვიჩის, კოსოვოში მოკლული სერბი ნაციონალისტის, ხსოვნისათვის. ვუჩიჩმა გვირგვინით შეამკო ის ადგილი, სადაც პოლიტიკოსი მოკლეს. ეს მოხდა 16 იანვარს მიტროვიცის განაპირას. „სერბია გააკეთებს ყველაფერს მშვიდობის შენარჩუნებისა და ალბანელებთან არსებული დიდი ხნის უთანხმოების დასაძლევად“, - განაცხადა ვუჩიჩმა ქალაქ მიტროვიციდან 15 კილომეტრით დაშორებულ ბანკის მონასტერში. სერბი პოლიტიკოსის, ოლივერ ივანოვიჩის მოკვლას მოჰყვა ახალი დაძაბულობა სერბებსა და ალბანელებს შორის ქალაქ მიტროვიცაში, რომელიც ორად არის გაყოფილი. ოლივერ ივანოვიჩი კოსოვოელ სერბებს შორის ზომიერი კურსის მომხრე პოლიტიკოსად ითვლებოდა. კოსოვომ 2008 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა, რომელსაც ბელგრადი არ აღიარებს.