საუდის არაბეთის პროკურატურა 11 პრინცის დაკავებას ადასტურებს
საუდის არაბეთის გენერალურმა პროკურორმა დაადასტურა, რომ საუდის სამეფო ოჯახის წევრები, 11 პრინცი, დააკავეს სამეფოში შემოღებული მომჭირნეობის ზომების მიმართ პროტესტის გამოხატვის გამო. პროკურორ საუდ ალ მოჯების თქმით, 11 პრინცს გაასამართლებენ "საზოგადოებრივი სიმშვიდის და წესრიგის დარღვევის" გამო. საუდის არაბეთის გვარდიამ სამეფო სასახლე ყასრ ალ-ჰოკმთან პროტესტისთვის 11 პრინცი 6 იანვარს დააკავა. სამეფო ოჯახის წევრები მეფე სალმან იბნ აბდელ-აზიზ ალ საუდის იმ ბრძანების გაუქმებას ითხოვდნენ, რომლის თანახმადაც, პრინცების მიერ მოხმარებული წყლისა და ელექტროენერგიის საფასურის გადახდა შეწყდა. პროკურორის თანახად, პრინცებმა არ შეწყვიტეს პროტესტი მიუხედავად იმისა, რომ მიიღეს გაფრთხილება მათი მოთხოვნების უკანონობის შესახებ. საუდის არაბეთმა ბოლო ორ წელიწადში მომჭირნეობის პოლიტიკის გატარება დაიწყო.