წერეთლის გამზირზე სავარაუდოდ მე-19-ე საუკუნის ნაგებობები აღმოაჩინეს
თბილისის მერიის ცნობით ამ ნაგებობების შესწავლის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულები არიან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და არქეოლოგები. მერია აცხადებს, რომ სამუშაოები სპეციალისტების ზედამხედველობით და შესაბამისი წესების დაცვით წარმოებს.