Добавить новость
World News





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


არესტოვიჩი: „სააკაშვილი ხელში ჩაუვარდათ და ცხელ ტაფასავით აღარ იციან რა უყონ“

მიუხედავად ომისა, უკრაინის პრეზიდენტი, პოლიტიკური ელიტა და მედია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას განიხილავს. ამ თემაზე მსჯელობის ახალი ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც საქართველოს ხელისუფლებამ პატიმრის კადრები გამოაქვეყნა, პრეზიდენტმა ზელენსკიმ კი მის შესახებ თავის მიმართვაში ისაუბრა.   


19 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს მთავრობას მიმართა.


„უნდა გამოვიჩინოთ გულმოწყალება, განსაკუთრებით წინასაშობაოდ. ის, რაც მიხეილის თავს ხდება, აბუჩად აგდებაა. ეს საქართველოს არ შეეფერება და უნდა შეწყდეს...“, - ზელენსკიმ იქვე თქვა, რომ მზად არიან სააკაშვილს უკრაინის კლინიკაში უმკურნალონ, მას მიიღებენ ევროპისა და ამერიკის კლინიკებიც.




მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. მას უკრაინის ხელისუფლებაში  თუ ოპოზიციაში თითქმის იმდენივე წელი აქვს გატარებული, რამდენიც ქართულ პოლიტიკაში. 2015 წლიდან ჯერ უკრაინის რეფორმების საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელი იყო, შემდეგ ოდესის ოლქის გუბერნატორი, შემდეგ ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელი, ბოლოს კი - ზელენსკის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ - ისევ რეფორმების მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე.


ორიოდე კვირის წინ იუთუბარხზე სააკაშვილის „გადარჩენა“ განიხილეს რუსმა  წამყვანმა მარკ ფეიგინმა და უკრაინის პრეზიდენტის კაბინეტის მრჩეველმა ალექს არეტოვიჩმა. 


„მისი მომხრეები, მათ შორის უკრაინელები ამბობენ, რა კარგი იქნებოდა სააკაშვილი ახლა უკრაინაში ყოფილიყო, ის ხომ უკრაინის მოქალაქეა. ამ ბრძოლაში დაგვეხმარებოდაო“, - თქვა მარკ ფეიგანმა, რაზედაც არისტოვიჩმა უპასუხა, რომ ეს არც თუ ადვილად გადასაჭრელი საკითხია.




„ის ხომ საქართველოს მოქალაქეც არის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი... მაგრამ ესეც არ არის მთავარი. მთავარი ისაა, რომ ქართული სასამართლო მას დამნაშავედ მიიჩნევს... პოლიტიკური თვალსაზრისით კი მათ ის აშკარად არ უნდათ, ეშინიათ მისი, მტრად მიიჩნევენ... სააკაშვილი ძალიან მასშტაბური და რთული პიროვნებაა. ის შეიძლება უსასრულოდ აკრიტიკო, არსებობს ამის მიზეზი და შეიძლება მუდმივად აღფრთოვანებული იყო მისით, ამასაც თავისი მიზეზი აქვს. რა უნდა მოუხერხონ ფიგურას, რომელიც სასწორზე გახურებული გირივით დევს?.. მოკვლას ვერ ბედავენ, გადაცემას ვერ ბედავენ, მაშინ მოდი, ნელ-ნელა გავანადგუროთო. ხელში ჩაუვარდათ და ცხელ ტაფასავით აღარ იციან რა უყონ. ისეთი მასშტაბის ფიგურაა, ისინი ყველა ერთად რომ აიღო ამ ერთი კაცის ფასი მაინც არ ექნებათ“, - თქვა არესტოვიჩმა და იქვე დაამატა, რომ ერთ-ერთი გამოსავალი სააკაშვილის მესამე ქვეყნისთვის გადაცემა იქნებოდა, სადაც ის მკურნალობას, ქართული მხარე კი გამოძიებას გააგრძელებდა.


„თუ სააკაშვილი ციხეში მოკვდა, საქართველოს ხელისუფლება ამ ლაქას ვერასდროს ჩამოირეცხავს. ვერასდროს დაამტკიცებს, რომ ამის თავიდან ასაცილებლად ყველაფერი გააკეთა“, - განაცხადა არესტოვიჩმა. 


ისევე როგორც საქართველოში უკრაინაშიც დიდი რეზონანსი გამოიწვია პენიტენციალური სამსახურის მიერ გავრცელებულმა საავადმყოფოს კადრებმა. უკრაინის რადის რწმუნებული ადამიანის უფლებების საკითხებში დმიტრი ლუბინეცი ითხოვს, მისთვის სააკაშვილის მონახულების უფლება მისცენ. პრეზიდენტის კაბინეტის მრჩეველმა მიხაილ პოდოლაკმა კი თქვა, რომ უკრაინა მზადაა, მიიღოს სააკაშვილი. 




„შეუძლებელია უყურო, როგორ კვდება ადამიანი პირდაპირ ეთერში... შეუძლებელია უყურო, ცივილიზებული სამყაროს თვალწინ, როგორ ანადგურებენ საქართველოს ისტორიას და მის პრეზიდენტს“, - დაწერა მან ტვიტერზე.


ვლადიმირ ზელენსკის მიმართვა შეაფასა პოლიტოლოგმა იგორ რეიტეროვიჩმა. რადიო НВ-ის ეთერში მან თქვა, რომ უკრაინა შეეცდება დაიბრუნოს თავისი მოქალაქე, განურჩევლად იმისა, ვინ არის ის და სად არის. მან ასევე თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, სააკაშვილს ჩირქი მოსცხოს და ამ კადრების გავრცელებაც ამ პროპაგანდის ნაწილია. კითხვაზე გაართულებს თუ არა ზელენსკის მიმართვა საქართველოსთან ურთიერთობას, პოლიტოლოგმა უპასუხა, რომ საქართველოს მთავრობასთან უკრაინას ისედაც რთული ურთიერთობა აქვს, ხალხი კი პირიქით უკრაინის  მხარეზეა და ყველანაირად თანაუგრძნობს.


რადიო თავისუფლების კიევის ბიუროს ეთერში საქართველოს პარლამენტის წევრმა ხატია დეკანოიძემ ზელენსკის მადლობა გადაუხადა და სააკაშვილის მდგომარეობაზე უკრაინის აუდიტორიისთვის ისაუბრა.


„ძალიან ცუდად არის. არ ვიცით, რა როგორ იქნება… სააკაშვილი საქართველოს პირველი პრეზიდენტია,   რომელიც პუტინს ღიად დაუპირისპირდა და ახლა ის ციხეში ზის“, - თქვა მან.


ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა ინტერპრეტაციისთვის გამოიყენა  „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მან თქვა, რომ უკრაინის ხელისუფლება უშუალოდ იყო ჩართული „სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნის სპეცოპერაციაში“, რომლის მიზანი  საქართველოს ომში ჩართვა იყო.




კობახიძის განცხადებას თავის მხრივ გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ოლეგ ნიკოლენკო. მან ფეისბუკზე დაწერა, რომ იმედგაცრუებულია,  საქართველოს ხელისუფლების სპეკულაციებით: „რა ინსინუაციებს აღარ გაავრცელებენ ცალკეული ქართველი პოლიტიკოსები იმისთვის, რომ მოიხსნან პასუხისმგებლობა საქართველოში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე“, - თქვა მან და ისევ მოუწოდა საქართველოს მთავრობას მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება მისცეს.  


Загрузка...

Читайте на сайте

Другие проекты от 123ru.net








































Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net