მარგარიტა სიმონიანი: სიტყვები არ მყოფნის, თუმცა არის ერთი სიტყვა: როდემდე?
რუსული პროპაგანდისტული არხის Russia Today-ის მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი ეხმიანება მემარჯვენე რადიკალი ფილოსოფოსის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის დარია დუგინას დაუპვის ფაქტს:
„ააფეთქეს დუგინის ქალიშვილი. 30 წლის იყო. სიტყვები არ მყოფნის, თუმცა არის ერთი სიტყვა: როდემდე?“
შემდეგ მარგარიტა სიმონიანი, როგორც ჩანს, რუსეთის ხელისუფლების გასაგონად წერს:
„გადაწყვეტილების მიღების ცენტრები! გადაწყვეტილების მიღების ცენტრები!! გადაწყვეტილების მიღების ცენტრები!!“
ცნობისათვის, მარგარიტა სიმონიანი და სხვა რუსი პროპაგანდისტები დიდი ხანია მოუწოდებენ რუსეთის პრეზიდენტსა და თავდაცვის სამინისტროს, სარაკეტო იერიშები მიიტანონ უკრაინაში გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე, რომლებშიც იგულისხმება უკრაიანის პრეზიდენტის სასახლე, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის შენობები.