რუსეთის მედიის ცნობით, მანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა კრემლის იდეოლოგის - დუგინის ქალიშვილი
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ს მოჰყავს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადება, რომ მანქანაში, რომელსაც 30 წლის დარია დუგინა მართავდა, სავარაუდოდ ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო ჩადებული. „გამომძიებლების ინფორმაციით, 20 აგვისტოს, დაახლოებით 21:00 საათზე, ოდინცოვოს რაიონში, სოფელ ბოლშიე ვიაზემის მახლობლად, ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც სავარაუდოდ იყო დამონტაჟებული Toyota Land Cruiser-ში [სატრანსპორტო საშუალებაში], ამოქმედდა გზაზე და მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. მძღოლი ქალი ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილის ვინაობა დადგინდა და ის იყო ჟურნალისტი და პოლიტოლოგი დარია დუგინა“, - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში ტელეგრამის არხზე.
დუგინა იყო „საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის“ პოლიტიკური კომენტატორი. მოძრაობას მისი მამა ხელმძღვანელობს. ანდრეი კრასნოვმა, დუგინის ოჯახის ახლობელმა, განუცხადა TASS-ს, რომ მანქანა, რომლითაც ის მგზავრობდა, მამას, დუგინს ეკუთვნოდა. კრასნოვის თქმით, მას სჯერა, რომ დუგინი იყო აფეთქების ნამდვილი სამიზნე.
დენის პუშილინი, უკრაინის დონეცკის რეგიონის, მოსკოვის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების ლიდერი, ასევე თვლის, რომ დუგინი იყო აფეთქების სამიზნე. მან მომხდარში დაადანაშაულა კიევი.
დარია დუგინა ჟურნალისტიკით, ფილოსოფიითა და პოლიტოლოგიით იყო დაკავებული. 2022 წლიდან ის დიდი ბრიტანეთის მიერ შეყვანილი იქნა იმ პირების სიაში, რომლებსაც სანქციები დაუწესდათ.
ალექსანდრე დუგინი "რუსული სამყაროს" ერთ-ერთი იდეოლოგია. ულტრამემარჯვენე ავტორს, რომელიც ცნობილია, როგორც არქიტექტორი ან "სულიერი მეგზური" უკრაინაში რუსეთის შეჭრისა, ითვლება, რომ ძლიერი გავლენა აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე. მას ხშირად უწოდებენ "პუტინის ტვინს."