ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში სპეცდანიშნულების რაზმების წვრთნა დაიწყო
სპეცრაზმის მებრძოლებმა ივარჯიშეს იმ ელემენტების დახვეწაში, რომლებიც გამოიყენება კრიმინალების დაკავებისას, ასევე შენობების შტურმის დროს.
„შენობაში, სადაც მძევლები იმყოფებიან, შეჭრისას მნიშვნელოვანია სწორი ტაქტიკური გადაწყვეტილების მიღება, რომელიც მიზნად ისახავს მძევლების სიცოცხლის გადარჩენას და დამნაშავეების დაკავებას“, - აღნიშნა რაზმის ინსტრუქტორმა.
სპეცრაზმის მებრძოლები ივარჯიშებენ სროლაშიც, 50-იდან 200 მეტრამდე სამიზნეების დაზიანებაში. ინსტრუქტორის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლების მომზადების დონე კარგია და წვრთნა კიდევ გაგრძელდება.
დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმების პირადი შემადგენლობის პროფესიული მომზადებისა და ფიზიკური გამძლეობის დონის ამაღლების მიზნით წვრთნები ყოველთვიურად ჩატარდება.