Добавить новость
World News





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


კობახიძის თქმით, მან ევროპარლამენტარებს უთხრა, რომ ივანიშვილის ოლიგარქობის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის წევრები საქართველოში ვიზიტის დასასრულს პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ. მმართველი პარტიის ხელმძღვანელმა შეხვედრის შესახებ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ილაპარაკა. 


„შედგა ძალიან საინტერესო დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება ქვეყნის შიგნით და რეგიონში მიმდინარე მოვლენებს. ასევე გვქონდა საუბარი მთავარ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგშია. ეს არის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. შევეხეთ ამომწურავად ამ თემას. ასევე ჩვენი მოსაზრებები გამოვთქვით თანმდევ საკითხებთან დაკავშირებით, როგორის არის ევროპარლამენტის რეზოლუცია, ცალკეული ჩანაწერები, რომლებიც მოხვდა ევროკომისიის შეფასებებში. რა თქმა უნდა, ამ საუბრის შინაარსს დეტალურად გარეთ ვერ გამოვიტანთ ეს იყო დახურული შეხვედრა, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ იყო ძალიან საინტერესო დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით. მათ კიდევ ერთხელ დააფიქსირეს მხარდაჭერა საქართველოს და საქართველოს ევროპული კურსის მიმართ, რაც იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს“, - თქვა ირაკლი კობახიძემ. 


როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა, მან შეხვედრაზე განმარტა, „ქართული ოცნების" პოზიცია, როგორც ევროპარლამენტის რეზოლუციის, ასევე, დეოლიგარქიის შესახებ ჩანაწერის საკითხზე. „აღვნიშნეთ, რომ ეს ჩანაწერი და ევროპარლამენტის რეზოლუცია გამოიყენება ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მხრიდან პოლარიზაციის გაღრმავებისთვის, - თქვა კობახიძემ და დაამატა, - მათი პასუხის გარეთ გამოტანა არ არის ჩვენი პრეროგატივა".


ირაკლი კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ მმართველი პარტიის პოზიცია მხედველობაში მიღებული იქნება. „ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საქართველოში შემცირდეს პოლარიზაციის ხარისხი. თქვენც იცით რომ როგორც ევროპარლამენტის რეზოლუცია, ასევე, დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერი გამოიყენება აქტიურად პოლარიზაციის გაღვივებისთვის. თუ არის ამის საპირისპირო მიზანი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ამ რეზოლუციის და ამ ჩანაწერის განეიტრალება უშუალოდ ევროკავშირის მხრიდან", - მიიჩნევს ის. 


კობახიძემ დამატებით ილაპარაკა „ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის შესახებ. 


„ჩვენ ვთქვით მარტივი რამ: არ არსებობს არცერთი ფაქტი, არცერთი მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი, მას აქვს ფარული გავლენები, პოლიტიკასა და მედიაზე. ეს ფაქტად დავაფიქსირეთ და ამაზე სხვაგვარი ინფორმაცია ჩვენ არ მიგვიღია [ევროპარლამენტარების მხრიდან]. თუ ევროპარლამენტარი არის მიუკერძოებელი, ევროპარლამენტარების უდიდესი უმრავლესობა იყო მიუკერძოებელი ამ შეხვედრაზე, ბუნებრივია, როდესაც ფაქტს ეუბნები, ამაზე არაფერს გიპასუხებენ", - აღნიშნა მან. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მისი პოზიცია შეხვედრაზე არავის გაუპროტესტებია. 


„ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარ ჰარცელის საქმიანობაც. „ელჩის საკითხსაც შევეხეთ და ჩვენ განვმარტეთ, რას ვგულისხმობდით იმაში, რომ კარლ ჰარცელმა მხოლოდ ნეგატიური როლი შეასრულა ევროკავშირსა და საქართველოს შორის განვითარებულ ურთიერთობებში. ეს არის ფაქტი და ამაზე შეგვიძლია ჩვენს მეგობრებს დეტალური ინფორმაციაც მივაწოდოთ. საჯაროდ, რა თქმა უნდა, საუბრისგან კვლავაც თავს ვიკავებთ", - დაამატა მან. 




საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ევროპარლამენტის დელეგაცია შეხვდა პრეზიდენტს, პარლამანტის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრს, კომიტეტების ხელმძღვანელებს, საპარლამენტო ოპოზიციას, სახალხო დამცველს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოამდგენლებს. მათ ასევე მოინახულეს საოკუპაციო ხაზი.






23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მისცეს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება, მათ შორის, ერთ-ერთი საკითხი არის დეოლიგაქრიზაცია. 


9 ივნისს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. რეზოლუცია მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას.

Загрузка...

Загрузка...

Читайте на сайте

Другие проекты от 123ru.net








































Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net