Добавить новость
World News





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


გაძლებს ევროპა რუსული გაზის გარეშე?

ევროპა მძიმე ზამთრისთვის ემზადება. რუსეთმა მას უკვე შეუმცირა ბუნებრივი აირის მიწოდება, ამას კი თან დაერთო მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადთან“ დაკავშირებული დრამა. რუსეთმა ამ მარშრუტით გაზის ტრანსპორტირება 11 ივლისს, ათი დღით შეაჩერა და მიზეზად დაასახელა „ყოველწლიური გეგმური ტექნიკური მომსახურება“. ხუთშაბათს გაზის მიწოდება აღდგა, თუმცა ევროკავშირი შიშობს, რომ რუსეთი გააგრძელებს ბუნებრივი აირის გამოყენებას მასზე ზეწოლის განსახორციელებლად. ეს კი პრობლემებს ბევრი სხვადასხვა კუთხით შექმნის.


აი, რა უნდა ვიცოდეთ ევროპის ენერგეტიკული კრიზისის შესახებ:


შეუწყვიტა თუ არა რუსეთმა ევროპას გაზის მიწოდება?

ძალიან შეამცირა. უკრაინაში ომის დაწყების გამო რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემდეგ კრემლმა გაზის მიწოდება შეუწყვიტა 6 ქვეყანას და კიდევ ექვსს - შეუმცირა. ევროკავშირის უდიდესი ეკონომიკის ქვეყანას, გერმანიას, აირის მიწოდება ორი მესამედით აქვს შემცირებული. რუსული მხარე ამას მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკად 1-თან“ დაკავშირებული პრობლემებით ქმნის - ამბობს, რომ კანადა, სანქციების გამო, არ აძლევს ტურბინებს, რომელიც მილსადენის ოპერირებისთვისაა საჭირო, თუმცა ევროპის ლიდერები ამ არგუმენტს არ იღებენ და ამბობენ, რომ გაზის მიწოდების შემცირება პოლიტიკური მიზნებითაა გამოწვეული.




ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა ზამთრისთვის აირის მარაგების შევსებას ცდილობს, რაც რთული საქმეა - მოთხოვნა მატულობს, მიწოდება კი - იკლებს. ამჟამად ევროპას ზამთრისთვის საჭირო გაზის 65% აქვს მომარაგებული.


რატომაა რუსული გაზი ასე მნიშვნელოვანი?



ომამდე რუსეთი ევროპას ბუნებრივი აირის 40 პროცენტით ამარაგებდა. ახლა კი მხოლოდ 15%-ს აწვდის. ამან ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია, რაც, თავის მხრივ, მძიმე ტვირთად დააწვა ისეთ ინდუსტრიებს, რომლებიც გაზზე არიან დამოკიდებულნი.


ბუნებრივი აირი ხომ მხოლოდ გასათბობად არ გამოიყენება - ის სასიცოცხლოდ აუცილებელია, მაგალითად, ავტომობილებისთვის ფოლადის ჩამოსასხამად, შუშის ბოთლების დასამზადებლად ან რძისა და ყველის პასტერიზებისათვის. ეს ქარხნები კი ისეა მოწყობილი, რომ მათი გადაყვანა ენერგიის ალტერნატიულ წყაროზე სწრაფად არ ხერხდება. მეტიც, ზოგ შემთხვევაში აპარატურა გაფუჭდება, თუ მას ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.


პრობლემების ეს ჯაჭვი ფასების ზრდას იწვევს. ევროპას ისედაც უჭირს რეკორდულ ინფლაციასთან გამკლავება და ამას თან, შესაძლოა, ეკონომიკური რეცესიაც დაერთოს.


რა არის „ჩრდილოეთის ნაკადი 1“?

ეს მილსადენია, რომელიც ბუნებრივ აირს რუსეთიდან გერმანიას აწვდის, ბალტიის ზღვის გავლით. ეს რუსეთის გაზის მთავარი წყაროა გერმანიისთვის. რუსეთიდან ევროპას გაზი კიდევ სამი მილსადენით მიეწოდებოდა. აქედან ერთი, რომელიც პოლონეთსა და ბელარუსს გაივლის, გათიშულია. მეორე, რომელიც უკრაინასა და სლოვაკეთს გაივლის, მუშაობს, თუმცა შემცირებული რაოდენობით. იგივე მდგომარეობაა მესამე მილსადენზე, რომელიც თურქეთიდან და ბულგარეთისკენ მიემართება.




ევროპას ბუნებრივი აირი მიეწოდება სხვა მილსადენებითაც  - ნორვეგიიდან, ჩრდილოეთ აფრიკიდან და აზერბაიჯანიდან.


რას იგებს პუტინი?

რუსეთის ნავთობისა და გაზის ექსპორტი შემცირდა, თუმცა, გაზრდილი ფასების გამო, პუტინი მოგებაშია. „ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო“ ვარაუდობს, რომ რუსეთმა ბოლო 5 თვეში ევროპაში ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან უკვე იმაზე ხუთჯერ მეტი შემოსავალი მიიღო, რასაც ადრე მთელი ზამთრის განმავლობაში იღებდა.




ევროპის ენერგეტიკული კრიზისი პუტინს ორმხრივად აძლევს ხელს. ერთი - მოგება მეტი აქვს. მეორე - ევროპის მოსახლეობას კომუნალური გადასახადებიც ეზრდება და ევროკავშირის ეკონომიკაც ზარალდება. ამან, შესაძლოა, შეამციროს უკრაინის მხარდაჭერა და  გაზარდოს შანსი, რომ ევროპა დათანხმდეს რაიმე საზავო შეთანხმებას, რომელიც კრემლისთვის ხელსაყრელი იქნება.


ექსპერტები არც იმას გამორიცხავენ, რომ კრემლმა სულაც უარი თქვას ენერგიის ექსპორტით მიღებულ შემოსავალზე და სანაცვლოდ ევროპა კიდევ უფრო რთულ ვითარებაში ჩააყენოს.


რის გაკეთება შეუძლია ევროპას?

ევროპამ გაზარდა თხევადი ბუნებრივი აირის (Liquified Natural Gas – LNG) იმპორტი აშშ-დან და კატარიდან. თუმცა, LNG უფრო ძვირია და ევროპის ქვეყნებს საკმარისი ინფრასტრუქტურა არ გააჩნიათ მისი დიდი რაოდენობით მიღებისთვის. საჭირო ტერმინალების გამართვას კი წლები დასჭირდება. ისედაც, LNG საკმარისი არ არის. მსოფლიოს უდიდესი ექსპორტიორები ახლა მთელი დატვირთვით მუშაობენ და მათი ძალისხმევა ევროპის მოთხოვნებს მაინც ვერ აკმაყოფილებს.


ევროპა ცდილობს მაქსიმალურად დაზოგოს ენერგია. ევროკავშირმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ნებაყოფლობით შეამცირონ გაზის მოხმარება 15 პროცენტით. ევროკომისია კი ცდილობს მიიღოს მანდატი, რათა უფლება ჰქონდეს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს სავალდებულო შეზღუდვები დაუწესოს - თუ გაზის დეფიციტი საშიშ დონეს მიაღწევს. ამ წინადადებას ბლოკის ენერგეტიკის მინისტრები შემდეგ კვირას განიხილავენ.




ევროპის ქვეყნები ასევე ცდილობენ ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამონახვას - იტალიის, საფრანგეთისა და ევროკავშირის ლიდერებმა ამ კვირას ხელშეკრულებები გააფორმეს ალჟირთან, აზერბაიჯანსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან.


შეიძლება, რომ ზამთარში ხალხი გაიყინოს?

წესით, სახლები, სკოლები და საავადმყოფოები გათბობის გარეშე არ დარჩებიან - ქვეყნებს ევალებათ, რომ, საჭიროების შემთხვევაში, გაზი პირველ რიგში ბიზნესებს შეუზღუდონ. გერმანია ასევე უფლება აძლევს გაზის მიმწოდებლებს, რომ გაძვირებული ფასი მომხმარებელს გადაახდევინონ.


თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს მაინც გაჩერებულ ინდუსტრიებს და გაზრდილ გადასახადებს ნიშნავს.




ევროპის ქვეყნებს მოუწოდებენ, რომ გაზის დაზოგვა ახლავე დაიწყონ. ექსპერტების თქმით, ეს ზამთარი იქნება ევროპული სოლიდარობის ისტორიული ტესტი. ამ ტესტში ჩაჭრას კი  შეიძლება ისტორიულად ცუდი შედეგი მოჰყვეს.


Загрузка...

Читайте на сайте

Другие проекты от 123ru.net








































Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net