ლიზ ტრასი ბრიტანელი ჯარისკაცების უკრაინაში გაგზავნის წინააღმდეგია
კერძოდ ტრასმა განაცხადა, რომ მისი პრემიერ-მინისტრად არჩევის შემთხვევაში ის გამორიცხავს ქვეყნის სამხედრო ძალის "პირდაპირ ჩართვას" უკრაინაში მიმდინარე საომარ კონფლიქტში.
"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ უკრაინას მხარდაჭერისთვის. ჩვენ საერთაშორისო კოალიციის ლიდერები ვართ იარაღის გასაგზავნისა და სანქციებს დაწესების მხრივ, მაგრამ მე მხარს არ ვუჭერ კონფლიქტში ბრიტანეთის სამხედროების პირდაპირ ჩართულობას", - განაცხადა ლიზ ტრასმა.
20 ივლისს დიდი ბრიტანეთის პარლამენტში კონსერვატორებმა გამართეს საბოლოო კენჭისყრა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრობის ორი პრეტენდენტი დატოვეს. ხმების უმრავლესობა მოაგროვა ფინანსთა მინისტრმა რიში სუნაკმა: მას თემთა პალატის 137-მა წევრმა დაუჭირა მხარი. 113 ხმით მეორე ადგილზეა საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი.