პედრო სანჩესი ვოლოდიმი ზელენსკის: ბატონო პრეზიდენო, ჩვენს მხარს ვუჭერთ თქვენს განზრახვას, რომ ევროპულ ოჯახს შეუერთდეთ
ბატონო პრეზიდენო, ჩვენს მხარს ვუჭერთ თქვენს განზრახვას, რომ ევროპულ ოჯახს შეუერთდეთ, – ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, მედიასთან განაცხადა.
,,ბატონო პრეზიდენო, ჩვენს მხარს ვუჭერთ თქვენს განზრახვას, რომ ევროპულ ოჯახს შეუერთდეთ. თქვენ გაქვთ უფლება, აირჩიოთ თქვენი ბედი და გაქვთ იმის ლეგიტიმური მიზეზი, რომ საერთო ევროპულ სახლს შეუერთდეთ”, – განაცხადა სანჩესმა.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ პუტინმა საკუთარ დანაშაულებზე პასუხი უნდა აგოს.
,,ჩვენ გვინდა, რომ პუტინს თავის დანაშაულებზე პასუხისმგებლობა დაეკისროს. სანამ ჩვენს მიზანს არ მივაღწევთ, ჩვენ უკრაინას, უკრაინელ ხალხს დავეხმარებით – თავისუფლება და მშვიდობა უკრაინას”, – დასძინა სანჩესმა.