Добавить новость
World News





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


კახა კალაძე მძღოლებს ურჩევს, ე.წ. სტაიანშჩიკების მხრიდან პრობლემების შექმნის შემთხვევაში, საპატრულო პოლიცია გამოიძახონ

თბილისის მერი, კახა კალაძე მძღოლებს ურჩევს, ე.წ. სტაიანშჩიკების მხრიდან პრობლემების შექმნის შემთხვევაში, საპატრულო პოლიცია გამოიძახონ.

კალაძემ ე.წ. სტაიანშჩიკების მხრიდან ავტომანქანის პარკირებისას მძღოლებისთვის შექმნილ პრობლემაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ მათ ამის უფლება არ აქვთ.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ე.წ. სტაიანშჩიკების მხრიდან მძღოლებისთვის კონკრეტული თანხის მოთხოვნა დანაშაულია, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეაგირება უნდა მოახდინოს.

“მარტივი ქმედებაა განსახორციელებელი – თუ ასეთი რამ ხდება, ეს არის დანაშაული. ვინც ასეთ სიტუაციაში ხვდება, უნდა აიღოს ტელეფონი და მიმართოს შესაბამის უწყებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოხდება რეაგირება. “სტაიანშჩიკები” არ ექვემდებარებიან არავის. კეთილი ნებაა ადამიანების, თუ უნდათ ფულს გადაუხდიან, თუ უნდათ – არ გადაუხდიან. ეს არის ელემენტარული. არავის აქვს უფლება მძღოლს კონკრეტული თანხა მოსთხოვოს. ეს არის დანაშაული და მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ შესაბამის სამსახურებს”,- განაცხადა კალაძემ.

ინფორმაციისთვის, დაახლოებით ერთი წლის წინ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა, რომ „ე.წ. სტაიანშჩიკების ქუჩაში დგომა უკანონო საქმიანობაა და შესაძლოა, აიკრძალოს“.

„ე.წ. სტაიანშჩიკების ყოფნა დედაქალაქში თქვენი ბრალიც არის, ჩემიც და იმ ჩინოვნიკებისაც, ვინც ამ ადამიანებს შეცოდების გამო ფულს უხდის. ეს არის ჩვენი შექმნილი პრობლემა. დარწმუნებული ვარ, ესეც მოგვარდება და კონკრეტული ზომები იქნება მიღებული. არანაირი ვალდებულება არ გვაქვს ამ ადამიანებს თანხა გადავუხადოთ. ეს არის მათი უკანონო შემოსავალი. ნება და პოლიტიკური გადაწყვეტილება სჭირდება, რომ ადამიანები დარჩნენ შემოსავლის გარეშე. რეალურად, „სტაიანშჩიკების“ ქუჩაში დგომა აკრძალულია და კანონდარღვევაა, ეს არის მათი აღურიცხავი შემოსავალი. ხალხის ნება თუ იქნება, ესეც აიკრძალება“, – განუცხადა მამუკა მუმლაძემ „ინტერპრესნიუსს“ რამდენიმე თვის წინ.

შეგახსენებთ, რომ მძღოლების ნაწილი ე.წ. სტაიანშჩიკების მხრიდან შექმნილ პრობლემებზე საუბრობს და თბილისის მერიას და შსს-ს რეაგირებისკენ მოუწოდებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ არაერთმა მძღოლმა განუცხადა, ე.წ. სტაიანშჩიკები ავტომანქანის პარკირებისას „სერიოზულ პრობლემებს უქმნიან“. კერძოდ, მათი ინფორმაციით, ისინი მძღოლებისგან „20 თეთრს არ კმაყოფილდებიან და მათგან გაცილებით მეტ თანხას ითხოვენ, რაც ხშირად კონფლიქტური სიტუაციის მიზეზი ხდება“.

„გუშინ, ახმეტელის მეტროსთან, ხიზანიშვილის ქუჩაზე ე.წ. სტაიანშჩიკთან შელაპარაკებამ ისეთი მწვავე ხასიათი მიიღო, პატრულის გამოძახებასაც კი ვაპირებდი. ამ ტერიტორიაზე სპორტდარბაზში დავდივარ და კვირაში 3-ჯერ მაინც მიწევს მანქანის გაჩერება და როგორც წესი, ე.წ. სტაიანშჩიკებს 20 თეთრს ვაძლევ. როგორც ჩანს, დაიმახსოვრეს, რომ 20 თეთრის მეტს არ ვუხდი და მათთვის ამის გამო არასასურველი კლიენტი ვარ და გუშინ უკვე მანქანის გაჩერებაში სერიოზული პრობლემა შემიქმნეს. პარკინგისთვის განსაზღვრული რამდენიმე ადგილი ცარიელი იყო, თუმცა ვერ ვაჩერებდი, რადგან ე.წ. სტაიანშჩიკებს მასზე ამკრძალავი საგზაო ნიშანი ჰქონდათ განთავსებული. როცა აღნიშნული საგზაო ნიშნის აღება ვთხოვე იმ არგუმენტით, რომ მქონდა მანქანის გაჩერების უფლება, ე.წ. სტაიანშჩიკი გაღიზიანდა. ავუხსენი, რომ არ ჰქონდა უფლება, არც ჩემთვის მანქანის გაჩერების აკრძალვის და ამის სანაცვლოდ არც კონკრეტული თანხის მოთხოვნის, თუმცა უშედეგოდ. საბოლოოდ, ეს ყველაფერი მწვავე კამათში გადაიზარდა.

პრობლემა ისაა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ე.წ. სტაიანშჩიკები ასე იქცევიან. მე, როგორც მძღოლს უკვე სერიოზული დისკომფორტი მექმნება. არათუ ვთხოვ, მოვუწოდებ თბილისის მერიას და შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ეს პრობლემა მოაგვაროს და მოგვცეს მძღოლებს პარკინგისთვის განკუთვნილ ადგილებზე მანქანების თავისუფლად გაჩერების საშუალება. კონკრეტული რეგულაციების შემოღებაა საჭირო ან მინიმუმ ე.წ. სტაიანშჩიკების ინფორმირება, რისი უფლება აქვთ და რისი – არა“, – განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა მძღოლმა.

ანალოგიურ პრობლემაზე საუბრობს კიდევ ერთი მძღოლი. მეტიც, მისი თქმით, ე.წ. სტაიანშჩიკმა მანქანის პარკირებაში, საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე 5 ლარი გამოართვა.

„თავისუფლების მოედანზე, მონუმენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მანქანის გაჩერება ხუთი ლარი დამიჯდა. ე.წ. სტაიანშჩიკს, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე იდგა და მანქანის გასაჩერებელი ადგილი ჩაკეტილი ჰქონდა, რადგან მის უნებართვოდ ვერავინ შესულიყო, ვთხოვე გაეწია ბარიერი, რომ მანქანის გაჩერება შემძლებოდა. მან მანქანის გაჩერებისთვის 5 ლარი მთხოვა და მითხრა, რომ 2 საათით შემეძლო გაჩერება. როდესაც ვკითხე, რატომ უნდა გადამეხადა აღნიშნული თანხა, მითხრა, რომ ამ ადგილზე გაჩერება ასე ღირს. საბოლოოდ, იძულებული გავხდი 5 ლარი მიმეცა, რადგან ვერც სხვა ადგილი ვიპოვე და თან ძალიან მეჩქარებოდა“, – აღნიშნა კიდევ ერთმა მძღოლმა.

მანქანის პარკირებაში პრობლემების შექმნისა და თანხის მოთხოვნის გარდა, სხვა პრობლემაზე მიუთითებს კიდევ ერთი მძღოლი, რომლის ინფორმაციითაც, ე.წ. სტაიანშჩიკი „ჯარიმებს უმალავდა“.

„მოგეხსენებათ, თბილისში პარკინგის პრობლემა მუდმივად დგას და ეს განსაკუთრებით ცენტრალურ უბნებს ეხება. სწორედ ამიტომ ვაკეში ერთ-ერთ ქუჩაზე ე.წ სტაიანშჩიკის დახმარებით ავტომობილს სისტემატურად ერთი და იგივე ადგილზე ვაჩერებდი. იმ ადგილზე არ იყო აკრძალვის ნიშანი, თუმცა არც საპარკინგე ადგილი იყო მონიშნული. ე.წ. სტაიანშჩიკის მტკიცებით, აღნიშნულ ადგილზე გაჩერება პრობლემას არ წარმოადგენდა და იქ მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები შემოწმებას არ ახდენდნენ. როგორც რამდენიმე თვის შემდეგ აღმოჩნდა, არასწორი პარკირებისთვის სისტემატურად მაჯარიმებდნენ, „სტაიანშჩიკი“ კი ჩემს ჯარიმებს ყრიდა. რა თქმა უნდა, მანქანის გაჩერებისას ე.წ. სტაიანშჩიკს ფულს ყოველთვის ვუხდიდი“, – განაცხადა ვაკის ერთ-ერთმა მცხოვრებმა „ინტერპრესნიუსმა“ საუბრისას.

კიდევ ერთი მძღოლის თქმითაც, ე.წ. სტაიანშჩიკებთან მუდმივად კონფლიქტური სიტუაცია აქვს.

„ბავშვები წავიყვანე კინო „რუსთაველში“. გუდიაშვილზე, ეროვნული ბიბლიოთეკის ერთ-ერთ ფილიალთან მანქანა პარკინგისთვის დახაზულ ზოლში გავაჩერე, როცა ე.წ. სტაიანშჩიკი მოვიდა და მითხრა, რომ 2 ლარი უნდა გადამეხადა, თან წინასწარ. ზოგადად, ვაძლევ ხოლმე ხან 20 თეთრს, ხან 50 თეთრსაც, როცა გაჩერებაში ან მანქანის გამოყვანაში მეხმარებიან, მაგრამ იმდენად გავღიზიანდი, რომ თვითონ მომთხოვა თანხა და თან მის მიერვე დაწესებული ტარიფი, რომ… სერიოზული ჩხუბი მოგვივიდა. საბოლოოდ, არც 2 ლარი და 20 თეთრიც კი არ გადავუხადე. ვფიქრობ, ამ ხალხის უკან კონკრეტული ადამიანები დგანან, რომელთა ჯიბეშიც მიდის ჩვენს მიერ ე.წ. სტაიანშჩიკებისთვის გადახდილი თანხები. ამით შინაგან საქმეთა სამინისტრო უნდა დაინტერესდეს. საქმეში აუცილებლად უნდა ჩაერთოს მერია. მე პირადად არ ვაპირებ ე.წ. სტაიანშჩიკების უმსგავსობასთან შეგუებას. ვიჩხუბებ იქამდე, ვიდრე შესაბამისი სახელმწიფო უწყებები ამ პრობლემის მოგვარებას არ დაიწყებენ. ასე გაგრძელება წარმოუდგენელია“, – აღნიშნა სააგენტოსთან საუბრისას ერთ-ერთმა მძღოლმა.



Загрузка...

Читайте на сайте

Другие проекты от 123ru.net








































Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net