აქციის მონაწილეები კვლავ შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ
ამასთან, დემონსტრანტების კატეგორიული მოთხოვნებია:
დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა ის ადამიანი, რომლებიც სამართალდამცველებმა 20 ივნისს, საპროტესტო აქციის დარბევის პროცესში და შემდეგ დააკავეს;
დაისაჯოს ყველა ის სამართალდამცველი, ვინც ძალადობით გამოირჩეოდა აქციის დარბევისას;
არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით.
პარლამენტის შენობასთან პოზიციები დაიკავეს სპეცრაზმის წარმომადგენლებმა. მათ აქციის მონაწილეები შეხვდნენ შეძახილებით: "წადი, წადი".
ამ დროისთვის აქციაზე სიტყვით არ გამოდიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. გამომსვლელები ძირითადად სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და აქტივისტები არიან.