რუსული მედიის ცნობა თბილისში აქციაზე დაშავებულის სიკვდილის შესახებ, სიცრუეა
რუსულ მედიაში ცნობები თბილისში გარდაცვლილი დაშავებული აქციის მონაწილის შესახებ ინტენსიურად 21 ივნისს, თბილისის დროით 9 საათიდან ვრცელდება.
რადიო თავისუფლება ინფორმაციის გადასამოწმებლად შსს-ს დაუკავშირდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ამ ცნობას უარყოფენ.
20-21 ივნისის აქციაზე პარლამენტის წინ თბილისში დაშავდა ათეულობით ადამიანი, მათ შორის რამდენიმე მძიმედ. დიდია დაკავებულთა რაოდენობაც, რომელთა ნაწილი სამართალდამცველებს მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენებაში ადანაშაულებს.