ტრამპი ადასტურებს, რომ გასცა და გააუქმა განკარგულება ირანზე სამხედრო იერიშის შესახებ
21 ივნისს ტრამპმა ტვიტერში დაწერა, რომ ირანის სამ ობიექტზე იერიშის დაწყებამდე სულ 10 წუთი იყო დარჩენილი, როცა განკარგულება გააუქმა, რადგან უთხრეს, რომ სავარაუდოდ, დაიღუპებოდა 150-მდე ადამიანი და პრეზიდენტმა ეს „არაპროპორციულ“ მსხვერპლად მიიჩნია.
ირანის მტკიცებით, მას აქვს „უტყუარი“ მტკიცებულებები, რომ აშშ-ის სადაზვერვო დრონი ირანის საჰაერო სივრცეში იყო შეჭრილი, როცა ჩამოაგდეს. ხოლო აშშ-ის ვერსიით, ჩამოგდებისას დრონი იმყოფებოდა საერთაშორისო საჰაერო სივრცეში ჰორმუზის სრუტის თავზე.