ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა
ამ წუთებში, კახა კალაძემ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. გადაწყვეტილება “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ მისი გადადგომა იყო ერთ-ერთი მოთხოვნა რუსთაველის გამზირზე 20 ივნისს, საღამოს დაწყებულ საპროტესტო აქციაზე, რომლის მონაწილეები კობახიძეს აკისრებდნენ პასუხისმგებლობას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის წაყვანაში.