დილის 8 საათისთვის თბილისის რუსთაველის და მის მიმდებარე გამზირებზე სიმშვიდეა. დაახლოებით ორი საათით ადრე მელიქიშვილის გამზირსა და სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ ახალგაზრდების ჯგუფები, რომლებსაც მანამდე სპეცრაზმელებმა ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების და წყლის ჭავლის გამოყენებით აიძულეს რუსთაველის გამზირი დაეტოვებინათ.
დილის 6 საათისთვის რამდენიმე ახალგაზრდამ ფილარმონიასთან მსუბუქი ავტომანქანა ჯოხებით დალეწა და ამოატრიალა. ჯოხები დაუშინეს პოლიციელებსაც. სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს. მელიქიშვილის გამზირზე დამტვრეულია სწრაფი გადახდის აპარატებიც.