გამთენიისას დასრულდა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დაშლის ოპერაცია
აქციაზე დაშავდა რამდენიმე ათეული ადამიანი, უმეტესად რეზინის ტყვიებით მიყენებული ტრავმით. დაშავებულებს შორის არიან სამართალდამცავებიც.რამდენიმე ადამიანს თვალის დაკარგვის საფრთხე ემუქრება.
რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა. სპეციალური დანიშნულების რაზმი პარლამენტის შენობისკენ მიბრუნდა. ადგილზე რჩება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.