თბილისის კლინიკაში მყოფ ოთხ ირანელს კორონავირუსი არ დაუდგინდა
ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ირანის მოქალაქეებს კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ. ამის შესახებ იუწყება ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტებს საავადმყოფოდან დღესვე გაწერენ. "როგორც იცით, ჩვენთან ირანის 4 მოქალაქე იმყოფება. ისინი გუშინ, გვიან საღამოს მოიყვანეს. აქამდე ისინი დაკვირვების ქვეშ იყვნენ, ჩაუტარდათ რენტგენოლოგიური კვლევა. პნევმონია არც ერთს არ დაუდგინდა. ველოდებოდით გამოკვლევის შედეგებს... Читать дальше...