სტოლტენბერგი მაკედონიას მოუწოდებს, ბოლო მოუღოს სახელწოდების გამო საბერძნეთთან დავას
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მაკედონიას მოუწოდებს, მოაგვაროს თავისი სახელწოდების გარშემო საბერძნეთთან უთანხმოება და განახორციელოს რეფორმები, თუ ალიანსში გაწევრიანება სურს. სტოლტენბერგმა სკოპიეში, იუგოსლავიის ამ ყოფილი რესპუბლიკის პარლამენტში 18 იანვარს გამოსვლისას თქვა, რომ მიესალმება მაკედონიის მისწრაფებას ნატოში გაწევრიანებისაკენ, მაგრამ საჭიროდ მიიჩნევს ვითარების „რეალისტურად“ შეფასებას, რადგან ჯერ კიდევ ბევრი საქმე უნდა გაკეთდეს. ეს ეხება სახელწოდება „მაკედონიის“ გარშემო საბერძნეთთან დავასაც... Читать дальше...