მოსამართლე ლევან მურუსიძე მოითხოვს დანაშაული დაუმტკიცონ
„ვლაპარაკობთ, რომ მურუსიძე აპრიორი დამნაშავეა და მე მიწევს თავის მართლება, რომ არ ვარ დამნაშავე. ზოგადად, ცივილიზებულ საზოგადოებას ასე აქვს მიღებული, რომ ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება მანამდე, სანამ არ დადასტურდება მის წინააღმდეგ, რომ ის დამნაშავეა. სასამართლო კორპუსი ძალიან დიდ პატივს სცემს ინსტიტუტებს, მათ შორის პარლამენტს. საუბარია, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პატივი არ სცა პარლამენტს, როდესაც 8 მოსამართლე უვადოდ გადანიშნა. მე მინდა საზოგადოებას ავუხსნა, პატივს რომ სცემს იუსტიციის საბჭო პარლამენტს, იმიტომ მოქმედებს იმ კანონის შესაბამისად, რომელიც მიიღო პარლამენტმა. პარლამენტმა თქვა, რომ მოსამართლე, რომელიც განწესებულია 3- წლიანი გამოსაცდელი ვადით, ამ ვადის დასრულების შემდეგ საბჭომ უნდა იმსჯელოს ამ მოსამართლის უვადოდ დანიშვნის თაობაზე. საბჭომ იმსჯელა სამწლიანი ვადის გასვლის ბოლო დღეს და იმ კანონით, რომელიც მიღებული ჰქონდა პარლამენტს, მიიღო გადაწყვეტილება. ამიტომ, მე მინდა ვთქვა, რომ აქ არავითარი უპატივცემულობა საბჭოს პარლამენტის მიმართ არ გამოუხატავს,"- განაცხადა ლევან მურუსიძემ.