სტოლტენბერგი: ნატო მტკიცედ ემხრობა ავღანეთის მთავრობის მონაწილეობას სამშვიდობო მოლაპარაკებაში
ნატო ემხრობა ავღანეთის მთავრობას სრულ მონაწილეობას ავღანეთის თაობაზე სამშვიდობო მოლაპარაკებაში, რომელშიც ჩართულია აშშ-ის საგანგებო წარგზავნილი, ზალმაი ხალილზადი, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, რადიო თავისუფლებასთან საუბარში.
ავღანეთის მთავრობის არ ყოფნა მოლაპარაკების მაგიდასთან, ქაბულში წყენა და იმედგაცრუება გამოიწვია. თალიბანი ავღანეთის მთავრობას დასავლეთის მარიონეტად მიიჩნევს და არ სურს მასთან მოლაპარაკება. სტოლეტენბერგის თქმით, არ არსებობს მტკიცე მშვიდობის მიღწევის სხვა გზა, თუ არ მიიღებს მოლაპარაკებაში ავღანეთის მთავრობა მონაწილეობას, თქვა სტოლტებერგმა.
ალიანსის გენერალური მდივნის თანახმად, ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საგანგებო წარგზავნილის, ზალმაი ხალილზადის მცდელობებს, რათა შეიქმნას პირობები შერიგების პროცესისთვის, რომელშიც ავღანელები იქნებიან ჩართული, - განუცხადა რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს სტოლტენბერგმა, ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის კულუარებში.
თალიბანს და ავღანეთის ყოფილ პრეზიდენტს, ჰამიდ კარზაის შეხვედრა ჰქონდათ მოსკოვში, სადაც მეამბოხეებმა კვლავ მოითხოვეს ავღანეთიდან უცხოეთის სახელმწიფოების ჯარების გაყვანა, როგორც სამშვიდობო პროცესის პირველი ნაბიჯი. ეს შეხვედრა მკაცრად გააკრიტიკა ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ. ვნახოთ, მოსკოვის შეხვედრა შეუწყობს თუ არა ამას ხელს, განაცხადა სტოლტენბერგმა.