გახარია - ხორავას ქუჩის საქმეზე კომისიამ ახალი გარემოებები ვერ დაადგინა
მისი თქმით, საგამოძიებო კომისიას საპარლამენტო დემოკრატია უნდა განევითარებინა თავისი მუშაობით, თუმცა სანაცვლოდ ამ კომისიის დისკრედიტაცია მოახდინა.
"დიახ, გამოძიების დროს გარკვეული მოქმედებები რომლებიც უნდა ჩატარებულიყო, ჩემი სუბიექტური აზრით, არ იყო ჩატარებული. თქვენ კომისიის მუშაობის ფარგლებში ვერ შეძელით დაგედასტურებინათ, რომ ეს საგამოძიებო მოქმედებები იყო განზრახ არჩატარებული და ამან იქონია საბოლოო შედეგზე. მე, როგორც შშს მინისტრი, სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ იმაზე რაც მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ დღესაც არ ვიცი ის მოქმედებები რაც არ ჩატარდა განზრახ იყო არჩატერბული თუ არა, მზად ვარ პირველი მივიდე და მივცე ჩვენება სამოხელეო დანაშაულის ნაწილში", დაამატა გახარიამ.