ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს პარლამენტარები არაერთგვაროვნად აფასებენ
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ამბობს, რომ ყველა კანდიდატს აქვს კვალიფიკაცია და ყველას ეყოლება მხარდამჭერები, ამიტომ კრიტიკა ობიექტური უნდა იყოს.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ თუ ოპოზიციას თამარ ჟვანიას მიმართ რაიმე საკითხზე პრეტენზია აქვს, პასუხი უნდა მიიღოს. ვოლსკი ჟვანიას მუშაობას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ კანდიდატებთან დაკავშირებით უმრავლესობას სიღრმისეულად არ უმსჯელია.
„ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე კი ფიქრობს, რომ შერჩეული კანდიდატურები მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ ხელისუფლება და „ქართული ოცნება“ მზად არ არის უარი თქვას მორჩილ საარჩევნო ადმინისტრაციაზე.