რომან გოცირიძე: მმართველმა პარტიამ ოპოზიციას დაასწრო მწვავე კითხვების დასმა
„ ეს ადამიანები ღვრიან ნიანგის ცრემლებს, როდესაც ესენი აფარებდნენ დანაშაულს ხელს და ხელს გვიშლიდნენ თუნდაც იგივე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაში, როგორიც იყო აფგან მუხთარლის საქმე, როგორიც იყო ჩატაევის სპეცოპერაციასთან დაკავშირებული საქმე, რომელიც შემდეგ პირდაპირ ეხება თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობას. ეს ადამიანები იყვნენ წინააღმდეგნი,რომ ნათელი მოჰფენოდა მთელ ამ დანაშაულებებს და ეხლა დგანან და შეკითხვებს გისვამენ ნაღვლიანი სახეებით.“-აღნიშნა რომან გოცირიძემ, რომლის შეფასებითაც უმრავლესობის ტაქტიკაში ამის მიუხედავად ვერ ჩაჯდა შეკითხვა იმის შესახებ, რატომ იდგა არჩევნებზე პოლიცია კრიმინალების გვერდით:
„ბატონო გიორგი, როგორ ხსნით იმას, რომ ამ არჩევნებში პოლიცია ,პატრული გვერდით, სულ ხუთიოდე მეტრის დაშორებით პირადად ჩემს საარჩევნო უბანში იდგა ქუჩის წვრილფეხა კრიმინალებთან ერთად. მსხვილფეხა კრიმინალები შემდეგ ტელეფონის ხაზით მართავდნენ საზღვარგარეთიდან -ქურდები და მოქურდო ელემენტები. ისინი მართავდნენ საქართველოში საარჩევნო პროცესს და მათ გვერდით იყვნენ სწორედ თქვენი უწყების წარმომადგენლები. გრცხვენიათ თუ არა იმის გამო, რომ თქვენ შელახეთ პოლიციელის მუნდირი?“-ჰკითხა რომან გოცირიძემ გიორგი გახარიას. პარლამენტში საანგარიშოდ მისულ შინაგან საქმეთა მინისტრს ამ დროისათვის დეპუტატები შეკითხვებს უსვამენ, რასაც მისი პასუხები მოჰყვება.