ინტერპოლის პრეზიდენტად რუსი გენერლის არჩევის მოლოდინი არ გამართლდა
მედიასაშუალებების ინფორმაციით, პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტის არჩევნების წინ ფავორიტად ითვლებოდა რუსეთის შინაგან საქმეთა მაღალჩინოსანი, გენერალი ალექსანდრ პროკოპჩუკი. ინტერპოლის პრეზიდენტად მის შესაძლო არჩევას პროტესტი მოჰყვა პრეზიდენტ პუტინის ოპონენტების და დასავლეთის არაერთი სახელმწიფოს, მათ შორის აშშ-ის წარმომადგენლების მხრიდან. ისინი აცხადებდნენ, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, პროკოპჩუკი ინტერპოლს გამოიყენებდა პუტინის პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის.